Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

ინდაურის ან ქათმის საცივი მეგრუ

30 April 2010 | ავტორი: baev | in, civi kerZebi | ნანახია: 273

ინდაურის ან ქათმის საცივი მეგრულად
გასუფთავებული, გარევხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.ძალიან წვრილად დავკეპოთ ხახვი. დავასხათ მოსაშუშად ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარშის სიმსუქნე; 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გარეცხილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ-დარიჩინთან და დაფნის ფოთლებთან ერთად მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპილით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სუნელები გავხსნათ საცივის წვენში და ავურიოთ ერთმანეთში. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებათ ინდაური ან ქათამი ჩავაწყოთ საცივის წვენში, 5-10 წუთი წამოდუღების შემდექვაი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელი ყვავილთან ერთად ძალიან წნინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში. შეიძლება აქვე ჩავამატოთ კვერცხის გული.


მასალა: ინდაური ან ქათამი
ხახვი-300გრ
ნიორი, ხმელი სუნელი,
ნიგოზი-3-4ჩაის ჭიქა
პილპილი, მწვანილი, ძმარი, ზაფრანა,
ფქვილი-2სუფრის კოვზი
მიხაკი, დარიჩინი, დაფნის ფოთოლი,
კვერცხი-2ცალი
მარილი-გემოვნებით

თევზის საცივი

30 April 2010 | ავტორი: baev | Tan, civi kerZebi | ნანახია: 247

თევზის საცივი
გასუფთავებული, გარეცხილი თევზი ნახევრად მოვხარშოთ და მერე შევწვათ.წმინდად დავნაყოთ ნიგოზი ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად და გამოვხადოთ ზეთი. ცალკე დავნაყოთ ქინზძის თესლი, წიწაკა, ქონდარი, ნედლი ოხრახუში, ცოტა მარილი და კარგად ავურიოთ დანაყილ ნიგოზში, გავხსნათ ძმარში და თევზის ბულიონის ზედაპირიდან მოხდილ სიმსუქნეში. ბულიონი ჩავასხათ სუფთა ქვაში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ავურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხის გული. შემწვარი თევზი ლარნაკზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ ცხელი საცივი, როცა შეგრილდება, სუფრაზე მიტანის წინ, მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
მასალა:
თევზი-1კგ
კვერცხის გული-3კვერცხის
ნიგოზი-1,5 ჩაის ჭიქა
ქონდარი-ოხრახუში-2-2ძირი
ძმარი-0,5ჩაის ჭიქა
ხახვი-4-5თავი
ნიორი-2კბილი
ქინძი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით.

თევზის გამჭირვალე მუჟუჟი

30 April 2010 | ავტორი: baev | Tan, civi kerZebi | ნანახია: 290

თევზის გამჭირვალე მუჟუჟი
ავიღოთ კეფალი ან ლოქო, გავანთავისუფლოთ ძვლებისგან, მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როდესაც მზად იქნება ამოვალაგოთ; ნახარშში ჩავყაროთ დაჭრილი თევზის ძვლები და კარგად გამოვხარშოთ. მოხარშული თევზი ჩავაწყოთ დაბალ ფართო ქვაბში და დავასხათ საწურზე გაწურული ნახარში იმდენი, რომ თევზი დაიფაროს. ჩავამატოთ მოხარშული, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, მწვანილის თეთრი ძირები, ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, ძმარი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, ხუთი წუთის შემდეგ გადმოვდგათ და გავაციოთ.
მასალა
თევზი-1 კგ
ძმარი-1/4 ჩაის ჭიქა
სტაფილო-2-3 ცალი
ხახვი-2-3 თავი
დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი
პილპილი, მარილი - გემოვნებით.

ბატის ან სხვა ფრინველის საცივი

30 April 2010 | ავტორი: baev | ban, civi kerZebi | ნანახია: 350

ბატის ან სხვა ფრინველის საცივი
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ წვენიდან, მოვაყაროთ მარილი დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
ბულიონს ცხიმი მოვხადით და შიგ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, მარილი, ყვითელი ყვავილი, მიხაკი, ძმარი, ყველაფერი გავხსნათ ბულიონში და დავასხათ მოშუშული ხახვი. ნიგვზის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ, თუ წვენს დავუმატებთ ორ-სამ სუფრის კოვზ სიმინდის ფქვილს, წვენისთვის სისქის მისაცემად.
მასალა:
ფრინველი
ხახვი-300გრ
ნიგიზი-500გრ
ბულიონი-8 ჩაის ჭიქა
მიხაკ-დარიჩინი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ძმარი,
მარილი- გემონვებით.
ავტორიზაცია
კალენდარი
«    September 2014    »
MonTueWedThuFriSatSun
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
გამოკითხვა

რას ეძებთ საიტზე?

შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ კაი საიტია
ცივ კერძებს
წვნიან კერძებს
თევზეულს
ხორცისგან მომზადეუბი კერძები
ფრინველის ხორცისგან მომზადებული კერძები
ბოსტნეული
ფხალეული
ლოგიოსაგან მომზადებული კერძები
სალათები, საწებლები
კვერცხისაგან მომზადებული კერძები
ბრინჯისა და ბურღულისაგან მომზადებული კერძები
ტკბილი საჭმელები
ფქვილოვანი ნაწარმი
ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი
ზამთრისათვის პროდუქტების საოჯახო დამზადება
მწნილები
მთვლელები
Счетчик PR-CY.Rank