Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

თაფლის ღვეზელი

24 December 2010 | ავტორი: baev | Tan, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 181

თაფლის ღვეზელი

600 გრ ცომი (რეცეპტი : საფუარიანი ცომის მომზადება ), 0,5 ჩაის ჭიქა თაფლი, 100 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი, 0,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი.
ცომი გავაბრტყელოთ, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ნაპირები ამოვუკეცოთ ისე, რომ ტაფაზე გულსართის ჩამოდინებას ხელი შეუშალოს. თაფლი და კარაქი გავადნოთ, როცა მასა შეგრილდება 25-300ჩ – ტემპერატურამდე, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი. მომზადებული მასა თანაბარი სისქის ფენად წავუსვათ ცომს. გავაჩეროთ 20-30 წუთი, შემდეგ შევდგათ ქურაში, ვაცხოთ 25-35 წუთის განმავლობაში 210-2200ჩ ტემპერატურაზე.

ღვეზელი ვაშლის ჯემით

24 December 2010 | ავტორი: baev | ggan, tkbili sawmelebi, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 263

ღვეზელი ვაშლის ჯემითა და ქლიავით

750 გრ ცომი (რეცეპტი : საფუარიანი ცომის მომზადება ), 300 გრ ქლიავი, 0,5 ჩაის ჭიქა ვაშლის ჯემი ან ხილფაფა, 0,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი.
ცომი გავაბრტყელოთ 10-15 მმ სისქის ფენად, დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ნაპირები ამოვუკეცოთ ისე, რომ ტაფაზე ჯემის ან ხილფაფის ჩამოდინებას ხელი შეუშალოს. წავუსვათ ზედ თანაბარი სისქის ფენად ვაშლის ჯემი ან ხილფაფა, ხოლო შემდეგ დავადოთ ქლიავის ნახევრების ფენა. გავაჩეროთ 20-30 წუთი, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, შევდგათ ქურაში და 30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ 210-2200ჩ ტემპერატურაზე.

პასკა ზაფრანით

17 December 2010 | ავტორი: baev | par , fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 319


შემადგენლობა
ფქვილი - 1 კგ (შესაძლებელია ცოტა დამატება)
საფუარი - 18 გრ (მშრალი)
ნაღები - 250 მლ
შაქარი - 200 გრ
კარაქი - 50 გრ
ზაფრანა - 1 ჩ/კ
მარილი - 1/2 ჩ/კ
ილი - 1/2 ჩ/კ (კარდამონი)
ბრენდი - 50 მლ
ქიშმიში - 100 გრ
ნებისმიერი ხილის ჩირი - 100 გრ
კაკალი - 100 გრ (გემოვნებით)



მომზადება
ამ რეცეპტით გამოდის 2 საშუალო ზომის პასკა.
ჩირის და კაკალის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ ან მოვუმატოთ, სურვილისამებრ.
2 საათით ადრე სანამ დავიწყებთ პასკის კეთებას, ზაფრანა ჩავალბოთ 50 მლ არაყში ან რომში. ქიშმიში და ხილის ჩირი ასევე ჩავალბოთ ბრენდში და დავტოვოთ რამოდენიმე საათით.
გავათბოთ 100 მლ წყალი, დავამატოთ ნაღების მესამედი. ამ სითხეში გავხსნათ საფუარი.დავამატოთ 1 ს/კ შაქარი, 150 გრ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.დავდგათ თბილ ადგილას მინიმუმ 1 საათით.
შაქრის ერთი ნაწილი შევურიოთ გამდნარ კარაქს და მეორე ნაწილი შევურიოთ კვერცხის გულებს.1 საათის მერე როცა მასა გაფუვდა დავამატოთ კვერცხის გულები და კარაქი, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ, ილი, დარჩენილი ნაღები, მარილი, ზაფრანა. ნელ-ნელა დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.ცომს დავაფაროთ პირსახოცი და დავდგათ თბილ ადგილას. ცომი უნდა ამოვიდეს 2-ჯერ.როცა ამოვა კიდევ ერთხელ მოვზილოთ და დავამატოთ კაკალი, ქიშმიში, ხილის ჩირი.
კარგად ვურიოთ დაახლოებით - 10 წუთი.ფორმებს წავუსვათ კარაქი, დავაყაროთ ფქვილი და ჩავდოთ ცომი ფორმებში. დავდგათ სითბოში 40 წუთით რომ ამოვიდეს.
გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 40-50 წუთი.
პირველი ნახევარი საათი ღუმელი არ გახსნათ, რომ არ ჩავარდეს ცომი.წავუსვათ პასკას მინანქარი.
მინანქარს ვაკეთებთ კვერცხის ცილისგან და შაქრის პუდრისგან.
გილოცავთ დამდეგ აღდგომას!
გემრიელად მიირთვით!

ნამცხვარი შარლოტა

17 December 2010 | ავტორი: baev | nar, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 607

ნამცხვარი შარლოტა

1ფენა: 4კვერცხის ცილა+1ჩ/ჭ შაქარი ავთქვიფოთ კარგად+4კვერცხის გული+3სუფრის კოვზი თაფლი+1ჩ/კ სოდა ძმრით, ვანილი გემოვნებით +1ჭ ფქვილი. გამოვაცხოთ კალკა დაფენილ ცხიმწასმულ მრგვალ ჟარონაზე. 2ფენა: ყველაფერი იგივე+2ჩ/კ ხსნადი ყავა. 3ფენა: იგივეს+2ჩ/კ კაკაო. კრემი: 400გრამი კარაქი ავთქვიფოთ კარგად+1ქილა შედედებული უმი რძე+1ქილა მოხარშული შედედებული რძე+2ჩ/კ ხსნადი ყავა+ცოტა ქიშმიშით(სურვილისამებრ). მორთვა:ყველა ფენას წავუსვათ კრემი გვერდებზეც და ზემოდანაც შემდეგ კი მოვაწუწოთ შოკოლადი.

მთვრალი ალუბლები

17 December 2010 | ავტორი: baev | man, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 208

მთვრალი ალუბლები

ცომი: 4 კვერცხი 2ჭ. შაქარი 1 ჭ. მაწონი ან არაჟანი 200 გრ. შერბილებული კარაქი სოდა ძმრით, ვანილი, მარილი 5 ს.კ. კაკაო, 3 ჭ. ფქვილი კრემი: 1 ქ. მოხარშული სგუშონი 200 გრ. კარაქი, 2 ს.კ. უნალექო ყავა ცომი მოვამზადოთ აღნიშნული თანმიმდევრობით და გამოვაცხოთ ცხელ ცხიმწასმულ ჟარუნაზე. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის წვენით + 3 კ. კონიაკი + 5 ჩ. კ. მაგარი ჩაის ნაყენი. წავუსვათ კრემი , მოვაყაროთ ალუბალი (შეიძლება კომპოტიც) შემდეგ მეორე ფენასაც წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ლამაზად ალუბალი, ან გვერდების ჩამონაჭრები.
გემრიელად მიირთვით.

ბანანის რულეტი

17 December 2010 | ავტორი: baev | ban, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 228

ბანანის რულეტი

ბანანის რულეტი“ 5 კვერცხი 1 ჩ.ჭ. შაქარი 1 ს.კ. თაფლი 1 ჩ. ჭ. ფქვილი სოდა, ვანილი კრემი: 150 გრ. კარაქი 1 ქ. სგუშონი 1 ს.კ. ყავა, ვანილი 2-3 ბანანი 1 შოკოლადის ფილა გავაკეთებთ ცომს და დავასხამთ ცხიმწასმულ კალკიან ცხელ ჟარუნაზე. როდესაც გამოცხვება, ქაღალდი მალე უნდა მოვაცალოთ. (ცხვება ძალიან მალე). კრემის 2/3 წავუსვათ ბისკვიტს, ზედ დავალაგებთ სიგრძეზე დაჭრილ ბანანებს და გადავახვევთ. ზემოდან წავუსვათ დარჩენილი კრემი და დავახეხოთ შოკოლადის ფილა. გემრიელად მიირთვით.

გენერლის კაპრიზი

17 December 2010 | ავტორი: baev | gan, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 154

გენერლის კაპრიზი

გენერლის კაპრიზი ცომი: 8 კვერცხი 2 ჭ. შაქარი 2 ქილა არაჟანი 2 ჭ. და 2 ს.კოვზი ფქვილი სოდა, ვანილი 3 ს.კ. კაკაო კრემი: 1 ყუთი შესქელებული რძე 200 გრ. კარაქი 1 ქილა არაჟანი 12 ჭ. ნიგოზი 12 ჭ. ქიშმიში 4 კვერცხის გულისა და ერთი ჭ. შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ერთი ქილა სოდიან ძმრიანი არაჟანი, ვანილი, ერთი ჭ. და 1 ს. კ. ფქვილი, ვასხავთ ცხიმწასმულ ცხელ ჟარუნაზე, ან ტორტის ქვაბში. მალე ცხვება. მეორე ფენაც იგივე, ოღონდ ვამატებთ კაკაოს. გამომცხვარი ნამცხვარი მაშინვე უნდა გადმოვიღოთ ფიცარზე. კრემი: 1 ცალი მოხარშული სგუშონს დავუმატოთ 200 გრ. კარაქი, 1 ქილა არაჟანი, დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში და ვანილი. მინანქარი: 1 ჭ შაქარი, + 1 ს/კ კაკაო + 2 ს.კ. რძე + 50 გრამი კარაქი და ვანილი . გადმოვადუღოთ და ზემოდან მოვასხათ. მორჩენილი კვერცხის ცილისაგან შეიძლება გამოვაცხოთ ბეზე და ბისკვიტებს შორის მოვათავსოთ. გემრიელად მიირთვით.
ავტორიზაცია
კალენდარი
«    August 2014    »
MonTueWedThuFriSatSun
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
გამოკითხვა

რას ეძებთ საიტზე?

შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ კაი საიტია
ცივ კერძებს
წვნიან კერძებს
თევზეულს
ხორცისგან მომზადეუბი კერძები
ფრინველის ხორცისგან მომზადებული კერძები
ბოსტნეული
ფხალეული
ლოგიოსაგან მომზადებული კერძები
სალათები, საწებლები
კვერცხისაგან მომზადებული კერძები
ბრინჯისა და ბურღულისაგან მომზადებული კერძები
ტკბილი საჭმელები
ფქვილოვანი ნაწარმი
ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი
ზამთრისათვის პროდუქტების საოჯახო დამზადება
მწნილები
მთვლელები
Счетчик PR-CY.Rank