Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

ჯონჯოლის მწნილი

27 May 2010 | ავტორი: baev | djan, mwnilebi | ნანახია: 677

ჯონჯოლის მწნილი
შევრჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელე ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩავუშვათ სუფთა ქილაში. მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი, და განვაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა დავტკეპნოთ ქილაში, სანამ არ გაივსება ქილა. ზემოდან დავაყაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახით გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ თუ ჯონჯოლი აკლია, დავამატოთ მოვაყაროთ მარილი და მოვუკარათ თავი.

მასალა:
ჯონჯოლი-1 კგ
მარილი-25 გრ

წიწაკის მწნილი

27 May 2010 | ავტორი: baev | war, mwnilebi | ნანახია: 621

წიწაკის მწნილი
შევარჩიოთ ქორფა, მთელ-მთელი წიწაკა, გავრეცხოთ და ჩავყარით მდუღარე წყალში, ერთი-ორი წამოდუღების შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცივ წყალში 2 საათით. მერე წიწაკა მოვათავსოთ სუფთა ნაჭრის პარკში, დავდოთ სუფთა ფიცარზე , ზემოდან მეორე ფიცარი დავაფაროთ, დავადოთ რაიმე სიმძიმე, რომ გაიწუროს მწარე წვენისგან და ასეთ მდგომარეობაში დავტოვეთ 10-12 საათი. შემდეგ წიწაკა ამოვიღოთ პარკიდან და მჭიდრით ჩავაწყოთ ქილაში. მდუღარე წყალში ჩავდოთ ნიახურის ფოთლები თავის ძირიანად, გათუთქვისთანევე ამოვიღოთ და გადავიტანოთ საწურზე გასაციებლად. ნიახურის მდუღარე წყალს დავუმატოთ მარილი, ავადუღოთ და გავაციოთ. აღნიშნული მარილ წყალი ქილაში ჩაწყობილ წიწაკას დავასხათ, ზემოდან დავადით ნიახური და მერე სიფთა ბრტყელი ქვა დავადოთ. მოვუკრათ ქილას მაგრად თავი და მშრალ, გრილ ადგილას შევინახოთ.

მასალა:
მწვანე წიწაკა-1 კგ
მარილი-25 გრ
ნიახური-300 გრ.

წითელი პამიდვრის მწნილი

27 May 2010 | ავტორი: baev | war, mwnilebi | ნანახია: 388

წითელი პამიდვრის მწნილი
გადარჩეული, გარეცხილი მაგარი, წითელი პამიდვრები ხის ჩხირით დავჩხვლიტოთ. მინის ქილაში ძირში ჩავაწყოთ ფენებად პამიდორი, ნიორი, ნიახური, ოხრახუში , შავი წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, ბულგარული წიწაკა, კამა. გავიმეოროთ ასე ჩაწყობა, სანამ ქილა არ შეივსება. წინასწარ მოვადუღოთ ერთ ლიტრ წყალზე ორი სუფრის კოვზი მარილი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, სამი სუფრის კოვზი ძმარი, მოდუღებული მარილ წყალი ცხელივე დავასხათ პამიდვრებს, მოვხუფოთ თუნუქის სახურავით და შევინახოთ გრილ ადგილას.

მწვანე პამიდვრის მწნილი

27 May 2010 | ავტორი: baev | man, mwnilebi | ნანახია: 415

მწვანე პამიდვრის მწნილი
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული მწვანე საღი პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები, შემდეგ გავრეცხოთ ცივ წყალში და გავჭრათ თითოეული შუაზე ისე რომ ერთი მეორეს არ მოშორდეს. ამავე დროს გავარჩიოთ და გავრეცხოთ ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახურის ფოთლები, მწვანე წიწაკა, გარჩეული ნიორი და ყველა ესენი დავკეპოთ ძალიან წვრილად ამრიგად გამზადებული ბოსტნეულების ჩასართავი მოვათავსოთ სუფთა ჭურჭელში. შემდეგ შუაზე გაჭრილ პამიდვრებს მოვაყაროთ მარილი და ჩავურთოთ ბოსტნეულის მზა ჩასართავი, თითოს დაახლოებით ათი გრამი შევაერთოთ და ჩავალაგოთ თიხის ან მინის ჭურჭლში, ისე რომ მთლიანად გაივსოს. დავახუროთ თავი და დავდგათ გრილ ადგილას. პამიდორი თვითონ გამოუშვებს სითხეს იმდენს, რომ დაიფაროს. 10 დღის განმავლობაში იგი უკვე დამჟავდება.

მასალა:
პამიდორი-1 კგ
მარილი-25 გრ
წიწაკა-10 გრ
ნიორი-50 გრ
ნიახური ფოთლები-100 გრ
ქინძი-20 გრ
კამა და ოხრახუში-100 გრ

მთლიანი პამიდვრის მწნილი

27 May 2010 | ავტორი: baev | man, mwnilebi | ნანახია: 378

მთლიანი პამიდვრის მწნილი
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები და გავრეცხოთ ცივ წყალში. თიხის ან მინის ჭურჭელში ჩავაფინოთ გათუთქული ნიახურისა და ოხრახუშის ფოთლები, კამა, ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. ამრიგად ჩაწყობილი პამიდვრებით გავავსოთ ჭურჭელი და დავასხათ მარილით შეზავებული მოდუღებული და გაციებული წყალი, ისე რომ პამიდორს ფარავდეს. დავახუროთ თავი, დავადოთ სიმძიმე და დავდგათ გრილ ადგილას.

მასალა:
პამიდორი-1 კგ
ნიახური-300 გრ
ოხრახუში-200 გრ
კამა-100 გრ
ნიორი-200 გრ
დაფნის ფოთოლი-3 გრ
წყალი-750 გრ
წიწაკა-10 გრ

მთლიანი კომბოსტოს მწნილი

27 May 2010 | ავტორი: baev | man, mwnilebi | ნანახია: 503

მთლიანი კომბოსტოს მწნილი
შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზომის მაგარი, თეთრი თავები, მოვაშოროთ უვარგისი ფოთლები, შემდეგ თითოეული თავი გავჭრათ შუაზე ან ოთხად და გავთუთქოთ მდუღარე წყალში. ამის შემდეგ, გავაგრილოთ და ჩავალაგოთ სუფთა კასრში ან ქილაში. ჩაწყობის დროს კომბოსტოზე ფენებად მოვაყაროთ გათუთქული ნიახურისა და ოხრახუშის ფოთლები თავისი ძირებით, ამასთან ერთად მოვაყაროთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა, გაფრცქვნილი და სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, ნიორი, წვრილად დაჭრილი ძალიან წითელი ჭარხალი, რომელიც წნილს წითელ ფერს მისცემს. დავასხათ მოდუღებული და გაციებული მარილ წყალი იმდენი, რომ კომბოსტოს ფარავდას.

მასალა:
კომბოსტო-1 კგ
მარილი-25 გრ
ნიახური-300 გრ
ოხრახუში-200 გრ
ჭარხალი-300 გრ
დაფნის ფოთოლი-5 გრ
ნირი-10 გრ
წიწაკა-3 გრ.

კომბოსტოს მწნილი

27 May 2010 | ავტორი: baev | kan, mwnilebi | ნანახია: 451

კომბოსტოს მწნილი
ახალი, საღი კომბოსტოს თეთრ თავებს მოვაშოროთ უვარგისი ფოთლები, გავჭრათ ჯერ ოთხად, ხოლო შემდეგ დავჭრათ სპეციალური საჭრელით ძალიან წვრილად. დაჭრილი კომბოსტო მოვათავსოთ სუფთა კასრში ან ქილაში, თანდათანობით მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, გახეხილი სტაფილო და დაფნის ფოთოლი, მერე ისევ წვრილად დაჭრილი კომბოსტოს ფენა. ეს გავიმეოროთ, სანამ საკმაზი და კომბოსტო არ დამთავრდება და ჭურჭელი არ გაივსება. ასეთი კომბოსტოს მწნილი მჭიდროდ უნდა იყოს დატკეპნილი.

მასალა:
კომბოსტო-15 კგ
მარილი-400 გრ
სტაფილო-0,5 კგ
წიწაკა-15 გრ
დაფნის ფოთოლი-10 გრ
ავტორიზაცია
კალენდარი
«    July 2014    »
MonTueWedThuFriSatSun
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
გამოკითხვა

რას ეძებთ საიტზე?

შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ კაი საიტია
ცივ კერძებს
წვნიან კერძებს
თევზეულს
ხორცისგან მომზადეუბი კერძები
ფრინველის ხორცისგან მომზადებული კერძები
ბოსტნეული
ფხალეული
ლოგიოსაგან მომზადებული კერძები
სალათები, საწებლები
კვერცხისაგან მომზადებული კერძები
ბრინჯისა და ბურღულისაგან მომზადებული კერძები
ტკბილი საჭმელები
ფქვილოვანი ნაწარმი
ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი
ზამთრისათვის პროდუქტების საოჯახო დამზადება
მწნილები
მთვლელები
Счетчик PR-CY.Rank