Sort articles by: Date | Most Rates | Most Views | Comments | Alphabet

ნამცხვარი შარლოტა

17 December 2010 | ავტორი: baev | nar, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 664

ნამცხვარი შარლოტა

1ფენა: 4კვერცხის ცილა+1ჩ/ჭ შაქარი ავთქვიფოთ კარგად+4კვერცხის გული+3სუფრის კოვზი თაფლი+1ჩ/კ სოდა ძმრით, ვანილი გემოვნებით +1ჭ ფქვილი. გამოვაცხოთ კალკა დაფენილ ცხიმწასმულ მრგვალ ჟარონაზე. 2ფენა: ყველაფერი იგივე+2ჩ/კ ხსნადი ყავა. 3ფენა: იგივეს+2ჩ/კ კაკაო. კრემი: 400გრამი კარაქი ავთქვიფოთ კარგად+1ქილა შედედებული უმი რძე+1ქილა მოხარშული შედედებული რძე+2ჩ/კ ხსნადი ყავა+ცოტა ქიშმიშით(სურვილისამებრ). მორთვა:ყველა ფენას წავუსვათ კრემი გვერდებზეც და ზემოდანაც შემდეგ კი მოვაწუწოთ შოკოლადი.

რაფაელო ქართულად

17 December 2010 | ავტორი: baev | nar, tkbili sawmelebi | ნანახია: 270

რაფაელო ქართულად

მასალა:1 კოლოფი შესქელებული რძე, 6 შეკვრა ქოქოსის თეთრი ნათალი. მომზადება:შესქელებული რძე გავხსნათ სასურველია პლასტმასის ჯამში, შევურიოთ 4 შეკვრა ქოქოსის ნათალი და კარგად მოვურიოთ მიქსერით. 2 შეკ. ქოქოსი მოვაბნიოთ ხის ფიცარზე, კოვზით ამოვაგუნდაოთ მიღებული მასა და კარგად ამოვავლოთ ფქვილში. გამზადებული რაფაელოები შევალაგოთ საყინულეში.(სურვილის მიხედვით შეიძლება გამოვიყენოთ ფერადი ნათალიც). გემრიელად მიირთვით:)

ნარევი

12 December 2010 | ავტორი: baev | nar, salatebi, saweblebi | ნანახია: 196

ნარევი

2ცალი სტაფილო, 1საშუალო თავი ხახვი, 300გრ ძროხის ხორცი, 1 კონა ცერეცო, მაიონეზი 250გრ. 2 ჩ.ჭ გრძელი ბრინჯი. შავი პილპილი,მარილი გემოვნებით. მოვხარშოთ ხორცი და გავაცივოთ. შემდეგ დავჭრათ წვრილად და გრძლად.ბ რინჯი მივიყვანოთ მოხარშვამდე, გადმოვყაროთ საწურზე და გავრეცხოთ. ხახვი დავჭრად ალყა–ალყა თხლად. ეს ყველაფერი მოვათავსოთ ჯამზე და დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ცერეცო, მარილი, მაიონეზი, შავი პილპილი და აურიოთ კარგად. გემრიელად მიითვით!

ნიგვზის ტორტი

28 September 2010 | ავტორი: baev | nar, fqvilovani sakonditro nawarmi | ნანახია: 200

ნიგვზის ტორტი

კვერცხის გული კარგად გათქვიფეთ შაქრის ფხვნილში, შიგ აურიეთ დანაყილი ნიგოზი, პურის ფქვილი და კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა, ყალიბს წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა, მოაქციეთ შიგ მომზადებული მასალა და და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ცოტა შეაგრილეთ, მერე ყალიბიდან ამოიღეთ და მოაყარეთ დანაყილი შაქრის ფხვნილი, ან ტორტი გაჭერით ორ ფენად, ზედ წაუსვით მოხარშული შოკოლადის ან კაკაოს კრემი, მერე ფენები შეაერთეთ და ზედაპირი მორთეთ კარაქნარევი იმავე კრემით. მ ა ს ა ლ ა: კვერცხი - 4 ცალი, შაქრის ფხვნილი - 1 ჩ.ჭ., დანაყილი ნიგოზი - 1 ჩ.ჭ., პურის ფქვილი - 1/2 ჩ.ჭ., დანაყილი ორცხობილა - 1 ს.კ., ცხიმი ფორმის წასასმელად, ცალკე მასალა კრემისთვის.

ნებისმიერი ხორცის ბასთურმა

1 July 2010 | ავტორი: baev | nar, xorcisgan momzadebuli kerzebi | ნანახია: 465

ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცის ბასთურმა

ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავდოთ თიხის, მინანქრის ან ფაიფურის ჭურჭელში. დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დავასხათ ძმარი, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ რამოდენიმე საათით (შეიძლება ერთი დღე და ღამეც). შემდეგ ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. ბასთურმა შეიძლება უძმროდაც მომზადდეს.

ნიგვზიანი ბურთულები

1 July 2010 | ავტორი: baev | nar, tkbili sawmelebi | ნანახია: 295

ნიგვზიანი ბურთულები

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავაყაროთ შაქრის პუდრა და ავურიოთ კვერცხის ცილაში. მიღებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები.
ცხელ წყალში გავსხნათ შოკოლადი, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ კარგად არ შესქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან , ამოვავლოთ თითოეული ნიგვზის ბურთულა შოკოლადში, მაშინვე შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ პერგამენტ-გადაფარებულ თუნუქის ფურცელზე. შევდგათ დაბალ ცეცხლზე გახურებულ გაზქურაში ათი წუთით და გამოვიღოთ.

მასალა:


ნიგოზი - 150 გრამი

შაქრის პუდრა - 150 გრამი

კვერცხი - 1 ცალი

შოკოლადი - 150 გრამი

წყალი - 2 სუფრის კოვზი

ნაყინი ნიგვზით

1 July 2010 | ავტორი: baev | nar, tkbili sawmelebi | ნანახია: 240

ნაყინი ნიგვზით

ერთი ჩაის ჭიქა ნიგვზის ან ნუშის მარცვლები მოვხალოთ ტაფაზე, მოვაცილოთ კანი, დავჭრათ წვრილად და კიდევ მოვხალოთ. სანამ მოყავისფრო არ გახდება. შემდეგ ნიგოზი დავნაყოთ, ჩავყაროთ ცხელ რძეში და ერთხელ წამოვადუღოთ. ნიგვზიანი რძე ოდნავ გავაცივოთ, შიგ ჩავურიოთ წინასწარ მომხადებული 3 კვერცხის გოგლი-მოგლი, ვთქვიფოთ 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავყინოთ ჩვეულებრივი წესით.
ავტორიზაცია
კალენდარი
«    September 2014    »
MonTueWedThuFriSatSun
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
გამოკითხვა

რას ეძებთ საიტზე?

შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ კაი საიტია
ცივ კერძებს
წვნიან კერძებს
თევზეულს
ხორცისგან მომზადეუბი კერძები
ფრინველის ხორცისგან მომზადებული კერძები
ბოსტნეული
ფხალეული
ლოგიოსაგან მომზადებული კერძები
სალათები, საწებლები
კვერცხისაგან მომზადებული კერძები
ბრინჯისა და ბურღულისაგან მომზადებული კერძები
ტკბილი საჭმელები
ფქვილოვანი ნაწარმი
ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი
ზამთრისათვის პროდუქტების საოჯახო დამზადება
მწნილები
მთვლელები
Счетчик PR-CY.Rank